რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიეს ოლქებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ამის შესახებ მან უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
“შეგახსენებთ, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში, ასევე, ხერსონისა და ზაპორიჟიეს ოლქებში, მათი რუსეთის შემადგენლობაში შესვლამდე მოქმედებდა საომარი მდგომარეობა. ახლაც ჩვენთვის აუცილებელია ამ რეჟიმის დაწესება, უკვე რუსული კანონმდებლობის ჩარჩოში. ამიტომ, მოვაწერე ხელი გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ რუსეთის ფედერაციის ამ 4 სუბიექტში,” – განაცხადა პუტინმა.
კომენტარები