“ტვ. პირველის” ინფორმაციით, ვაკის პარკის 13 მილიონიანი პროექტის მილები ლილოს დასახლებაში, ერთ-ერთ საამქროს შეუკვეთეს, რომელსაც მანამდე, მხოლოდ მოაჯირების და სკვერის სკამებს დამზადების გამოცდილება ჰქონდა.
კომაპნიის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი კი კოსმეტოლოგი ხათუნა მამასახლისია. სწორედ მისი მეუღლე, ლაშა ჭილიტაშვილია ერთ-ერთი დაკავებული ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე.
“ნიუ მეტალ დიზაინი”, რომელსაც გომელაურის უწყება ელექტროსადენის დაზიანებას ედავება, ოფიციალურად ლილოს დასახლების ბოლოში ჭირნახულის ქუჩაზეა რეგისტრირებული, თუმცა ადგილზე მისულ „პირველების“ ჯგუფს იქ არაფერი და არავინ დახვდა.
კომენტარები