საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლის შეთანხმებებთან დაკავშირებით, შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს.
ილია დარჩიაშვილის თქმით, საუბარია ირლანდიაზე, პერუზე, ფილიპინების რესპუბლიკაზე, ჰონდურასსა და ბოლივიის მრავალეროვან სახელმწიფოზე.
2022 წელს ძალაში შევიდა უვიზოდ მიმოსვლის შეთანხმებები არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან და კამბოჯასთან. ხელი მოეწერა უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას სენტ ლუსიასთან. ამასთან, ინიცირებულია უვიზო მიმოსვლის შეთანხმებები ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასა და ნამიბიასთან.
2017 წლის 28 მარტიდან, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტს ფლობენ, ვიზის გარეშე შეუძლიათ მოგზაურობა ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.
კომენტარები