მოსამართლის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიზო უბილავამ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დასაშვებად იქნა ცნობილი, როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე გოგაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა.
პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნის კვლავ პატიმრობაში დატოვებას, ადვოკატი კი მისი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. წინასასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. დღევანდელ პროცესს თავად ბრალდებული სოსო გოგაშვილი არ ესწრებოდა.
კომენტარები