ამ ეტაპისთვის ჩვენთან 39 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 6 პაცენტის მდგომარეობა მძიმეა, ორის კი- კრიტიკულად მძიმე- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.
ალექსანდრე გოგინავას თქმით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მცირედ გაუმჯობესდა, სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
„დღეს რამდენიმე პაციენტთან განმეორებითი კვლევის ჩატარება იგეგმება და დღის განმავლობაში, მაქსიმუმ ხვალ დილით, დიდი ალბათობით კიდევ გვეყოლება გამოჯანმრთელებული პაციენტები“- განაცხადა გოგინავამ.
კომენტარები