ცხოველთა უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე:
“პიტბულებზე რაც პერიოდულად ხდება ხოლმე არის სრული მარაზმი.
მართლა არ ვიცი რა შუაშია ძაღლი, როცა ამ ქვეყანაში თითქმის ყველა ავადმყოფს და არამდგრადი ფსიქიკის ადამიანს პიტბული და სხვა მებრძოლი ჯიშის ძაღლი ყავს. საკუთარი პაწაწინა ეგოს დასაკმაყოფილებლად.
აშიმშილებენ, კეტავენ ბნელ ოთახებში, სცემენ, სპეციალურად აღიზიანებენ რომ აგრესია გამოხატოს და შედეგად ვიღებთ იმას რომ პიტბული ვითომ “მკვლელი” ძაღლია.
მე თავად მყავს არგენტინული დოგი, უზარმაზარი “მებრძოლი” ჯიშის ძაღლი, ერთ-ერთი განსაკუთრებულად ძლიერი ჯიშია მებრძოლ ჯიშებში. გვყავს ისე გაზრდილი რომ არავის მიმართ არ აქვს აგრესია, ლეკვების გაზრდაში გვეხმარება ძაღლი! სრულიად უწყინარი და კეთილია.
თუმცა, ვთვლი რომ საქართველოში პიტბულების და არამარტო პიტბულების ჯიშის გამრავლების აკრძალვა სრულიად სწორია.
იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში ყველა ძაღლს ვაუბედურებთ, ვაგდებთ ქუჩაში, ვაავადებთ, ვაწამებთ, ცუდად ვექცევით.
მარტო მებრძოლი ჯიშები კი არა უახლოესი 10 წელი ყველანაირი ჯიშის გამრავლება რომ აიკრძალოს, მართლა ამოვისუნთქავთ ცოტას.
ჯიშის აკრძალვა არ ნიშნავს იმას რომ ვისაც უკვე გყავთ, იძულებული გახდებით მოკლათ, აკრძალვა ნიშნავს რომ, სავალდებულო გახდება ყველა აკრძალული ჯიშის სტერილიზაცია-კასტრაცია და ვეღარ მოხდება ამ ჯიშის გამრავლება.
ვინმე თვლით რომ პიტბულები ან ნებისმიერი ჯიში უნდა გამრავლდეს კიდევ ჩვენს ქვეყანაში? თუ ვინმე ხართ ასეთი, ნებისმიერ თავშესაფარში მიდით და ნახეთ რამდენი მიტოვებული ჯიშიანი ძაღლია.
ეს ალისაა, ჩემი არგენტინული დოგი, რომელიც ლეკობიდან კასტრირებულია და არც გვიფიქრია ამ ჯიშის გამრავლება, იმის მიუხედავად რომ ძალიან “მოთხოვნადია”.
კომენტარები