საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე:
2023 და 2024 წლებში დაგეგმილი მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტების დღის წესრიგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილისა და ორგანიზაციულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრების შეხვედრის განსახილველი საკითხები.
შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გამართულ შეხვედრაზე 2023 და 2024 წელს დაგეგმილი საკონცერტო პროგრამა განიხილეს და პროგრამის დღის წესრიგს გაეცნენ.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები თბილისში, ბათუმსა და „ბლექ სი არენაზე” გაიმართება. კონცერტები 2023 წლის მაისის ბოლოდან ივნისში, ივლისსა და აგვისტოში, ასევე 2024 წელს არის დაგეგმილი.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში კონცერტების გამართვის თაობაზე მოლაპარაკებები არაერთ ცნობილ ვარსკვლავთან მიმდინარეობს და კონცერტების გამართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას უმოკლეს პერიოდში მიეწოდება.
კომენტარები