უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა:
„სიტუაცია მარტივი არ არის. ჩვენი თბოელექტროსადგურების და ენერგოწარმოების ობიექტების 30 პროცენტი დაზიანდა. იქ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ეს არ არის ადვილი, ეს რთული საქმეა, ორ დღეში ვერ გამოასწორებ. შეიძლება, აღმოვჩნდეთ ისეთი სიტუაციის წინაშე, როდესაც კვირების ან თუნდაც თვეების განმავლობაში ვისხდებით წყლის გარეშე, სინათლისა და სითბოს გარეშე, ან დიდი შეზღუდვებით. ეს პრობლემაა. მაგრამ ჩვენ დავჯდებით წყლის გარეშე, სინათლისა და სითბოს გარეშე. ჩვენ ვიცით როგორ გავუმკლავდეთ და გადავრჩეთ“
კომენტარები