სექსუალური დანაშაული ქუთაისში – მანდატური „პირველებთან“ მომხდარს იხსენებს და ამბობს:
“ბოლო დღეების განმავლობაში სისტემატურად შემოდიოდა შეტყობინება, როგორც მოსწავლეებისგან, ისე მათი მშობლებისგან. მიგვითითეს პიროვნებაზე. რომ მივედი და გამარჯობა ვუთხარი ეგრევე გაიქცა. დადევნების პერიოდში, პოლიციას აცნობა ჩემმა ხელმძღვანელებმა და პოლიცია წამომეხმარა.
გვითხრა, გამიშვით მეტს აღარ ვიზამო. ვუთხარი რა ქენი, რომ აღარ იზამ-თქო“ – ამბობს სკოლის მანდატური.
პოლიციამ მომხდარ ფაქტზე ორი პირი დააკავა.
სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენისთვის ორივე ბრალდებული ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნების მიმართ – პროკურატურა ქუთაისში მომხდარზე ინფორმაციას ავრცელებს
კომენტარები