“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, შოთა შალელაშვილი:
“უკრაინის პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმად, პირადი სანქციები უწესდება ივანიშვილის ახლო გარემოცვას, მათ შორის ოჯახის წევრებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ სანქციები განუსაზღვრელი ვადით დაწესდა და ის ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის.
სანქციების ჩამონათვალი:
1. აქტივებისა და ქონების დაბლოკვა;
2. კაპიტალის გადაადგილების პრევენცია;
3. საერთაშორისო საზღვრის გადაკვეთის, საერთაშორისო ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში შესვლის აკრძალვა;
4. ფასიანი ქაღალდების ტრანზაქციების აკრძალვა;
5. ვიზის გაცემაზე უარის თქმა;
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო სამუშაო ჯგუფმა ივანიშვილის გარემოცვის წინააღმდეგ, (შემდგომში შეიძლება თვით ივანიშვილიც იქნეს შეყვანილი) ინდივიდუალური სანქციების საგზაო რუკა შეიმუშავა. დოკუმენტი ასახავს სანქციების მიზნებს, მათი გამოყენების პრინციპებს, დეტალურად განსაზღვრავს ყველა კატეგორიის პირს და ვის უნდა დაუწესდეს პირადი სანქციები.
შემოთავაზებული პროცედურის მიხედვით, უნდა შეადგინოს და გამოაქვეყნოს იმ პირთა სია, რომლებიც აკმაყოფილებენ სანქციების კრიტერიუმებს და გაუგზავნოს იმ ქვეყნების მთავრობებს, რომლებიც მზად არიან ამ სანქციების დაწესებისთვის. შესაბამისად, ამ უკანასკნელმა გარკვეული დღიდან უნდა გამოაცხადოს სანქციები ამ პირების მიმართ.
შემოთავაზებული პროცედურის მიხედვით, ის პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ სანქციების კრიტერიუმებს, უნდა გაეგზავნოს იმ ქვეყნების მთავრობებს, რომლებიც მზად არიან ამ სანქციების დაწესებისთვის.
უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებს დიდი წონა ექნება მაშინ თუ დაწესებულ სანქციებს სხვა ქვეყნებიც შეუერთდება, ამ ეტაპზე, ვფიქრობ რომ სხვა ქვეყნების შემოერთების შანსი ძალიან დაბალია, მაგრამ ცუდი სენია და შეიძლება გადამდები იყოს.”
კომენტარები