ვახტანგ ჟვანია, სოციალურ ქსელში, წერს:
ჩემი აღმოჩენა!
ჯანდაცვა და მერია მეხმარება წამლის დაფინანსებაში დაახლოებით 25-დან 40%-დე. ამ შეზღუდული თანხით კი მაიძულებს ვიყიდო ის ძვირი წამალი რომელსაც მე ჩვეულებრივ ვყიდულობ უპრობლემოდ ფასდაკლებით! მაგალითად: ქსარელტოს ვყიდულობდი 70-ად. ღირდა 140. ახლა ღირს 200. დაფინანსებით ვალდებული ვარ ვიყიდო 200(!)-დ. სხვებისთვის თანხა არ მყოფნის. იგივე ქსარელტო თურქულის წარმოების ღირს 40(!) ლარი. ჩემი ნებით დანარჩენ წამლებს ვიყიდიდი და შემდეგ ჩემი პენსიით ამ იაფ ანალოგებს შევიძენდი!
ასე გამოვძვრებოდი სიტუაციიდან!
მაგრამ არაო! ჩემი დახმარების ლოზუნგით, ჩვენი ბიუჯეტიდან, სახელმწიფო “ეხმარება” აფთიაქს გაასაღოს ძნელად გასაყიდი ქსარელტო 130(!) ლარით უფრო ძვირად!
ასევეა სხვა წამლებიც, მაგ. დუოდარტი! და სხვ.
ჩემო ევროპაში საუკეთესო მთავრობავ, ფარმა მაფიას ვერ უმკლავდებით? მთლათ გადააბარეთ ჩვენი თავი მათ საჯიჯგნად?
რატომ დააწესეთ თქვენი დახმარებით საყიდ წამლებზე ფარმა ბიზნესისათვის ასეთი განსაკუთრებული რეჟიმი?
როგორ დავიჯეროთ, რომ ამაში თქვენი ინტერესი არ არის?!
ეს იყო ბატონი ბიძინას დაპირება 2012 წელს, თქვენს მიერ მხარდაჭერილი?!
კომენტარები