ანალიტიკოსი, ნიკოლოზ ლოლაძე აშშ-ის მიერ სტრატეგიული ბირთვული წყალქვეშა ნავის “ვესტ ვირჯინიის” ადგილმდებარეობა გაასაჯაროვების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“გუშინ აშშ-მა ის გააკეთა, რასაც ძალიან იშვიათად აკეთებს ხოლმე – სტრატეგიული ბირთვული წყალქვეშა ნავის “ვესტ ვირჯინიის” ადგილმდებარეობა გაასაჯაროვა და ფოტოებიც გამოაქვეყნა. აშშ-ის ფლოტის ყველაზე უჩინარი წყალქვეშა ნავი არაბეთის ზღვაში აღმოჩნდა, საუდის არაბეთის და ირანის მახლობლად. მასზე 24 ბალისტიკური რაკეტაა განლაგებული – თითო 12 ბირთვული ქობინით. დიახ, სულ 288 ბირთვული დარტყმის განხორციელება შეუძლია ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ ადგილას – შანხაიდან მურმანსკამდე, თეირანი in passing.
რავი, კარგად დაფიქრდითო, მოკლედ.”
კომენტარები