თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მის კლინიკაში მყოფი ორსულების მდგომარეობა „ყველაზე კარგია“.
მისივე თქმით, რამდენიმე დღეში, პროტოკოლის შესაბამისად, მათ ნაცხის ანალიზი ჩაუტარდებათ და სავარაუდოდ, ბინაზე გაეწერებიან.
„მინდა გითხრათ, რომ ორსულების მდგომარეობა ყველაზე კარგია. როგორც ქალბატონების, ასევე ნაყოფების. შეესაბამება ფიზიოლოგიურ პარამეტრებს.
ბოლო რამდენიმე დღეა არანაირი გართულება არ გამოვლენილა და იმედია, რომ რამდენიმე დღეში, როდესაც პროტოკოლის მიხედვით ნაცხის ანალიზს ავუღებთ, სავარუდოდ,უარყოფით შემთხვევის შემთხვევაში ბინაზე გაწერებიან,“- განაცხადა ლევან რატიანმა.
მისივე თქმით, 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. ამ ეტაპზე არანირი გართულება არ აღენიშნება. რაც ჰქონდა ის ჩივილების აღარ აქვს.
კომენტარები