გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
“ამ ბასილაშვილი დოროყაშვილის საქმეშიც და სასამართლო გადაწყვეტილებაშიც ერთი რამ მაკვირვებს უბრალოდ.
აგიხსნით ახლავე…
უპირველესად ის რომ, ამხელა ,,სტაჟიანი,, ქმარი ვარ და არც მე, დარწმუნებული ვარ არც ჩემს მეუღლეს, მიუხედავად ჩხუბის მრავალი სიტუაციებისა არასოდეს მოგვსვლია აზრად ეს ჩხუბის სცენა ჩაგვეწერა.
აქ კი, ამ პროცესებზე, უკვე თითქმის ორი წელია ვისმენთ ამ ჩხუბის დეტალურ სცენებს…
მოკლედ ორივე მხარეს მაგრად უმუშავია წლებია და ყველაფერი აქვთ დოკუმენტირებული, ყველა სიტყვა, ყველა ჩხუბის დიალოგი, დიალოგის ყველა სიტყვა.
ეს ნორმალურია?
არ მესმის ნაღდად, გაურკვევლობაში ვარ.
კიდევ კარგი რომ ვინმე მესამე პირს არ თხოვეს, აი ახლა ვიჩხუბებთ და თუ ძმა ხარ, გადაგვიღეო.
მეორე გასაკვირი კი ისაა რომ,
სასამართლომ ეს ,,ძალადობები,, გააპირწონა,
ანუ
იმან მოახდინა პროვოცირება და ამან შეურაცხყო და რახან ასეა, ესეიგი მოსულა?
ან, ამან შეურაცხყო სიტყვიერად და იმან კიდე ცოტა ფიზიკურიც ჩაამატა, აი ეს საპირწონე არ ვიცოდი თუ არსებობდა.
სხვამხრივ ეხლა რა გინდა თქვა,
სამართალმა პური ჭამა თუ არა, ეს იმ ორის და მათი ოჯახების გარდა არავინ იცის….
სასამართლომ ხომ ჭამა და….”
კომენტარები