უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება, საერთოდ მაქვს თუ არა ვირუსი ვერ ვიგებ, რადგან არანაირი სიმპტომი არ მაქვს – ამის შესახებ კორონავირუსითდაინფიცირებულმა სპორტსმენმა, გიორგი ღვინჯილიამ „იმედის დილაში“ განაცხადა.
„არ მაქვს არანაირი სიმპტომი, მაქვს თუ არა ვირუსი, ამაშიც ეჭვი მეპარება. ჩემი ვირუსი მხოლოდ ანალიზებით არის დადასტურებული.
ჩემი კონტაქტების შესახებ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.
მე მხოლოდ სამ ოჯახში ვიმყოფებოდი, აქედან ერთ ოჯახში ვცხოვრობდი და ორში მხოლოდ ნახევარი საათი დავყავი. დავინფიცირდი თბილისში.
უშუალო კონტაქტი მქონდა 16 ადამიანთან, ახლო კონტაქტი მქონდა 6 ადამიანთან.
აქედან 5 ადამიანი შემოწმებულია და მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდეთ. დღეს კონტაქტებიდან მეთერთმეტე დღეა.
ყოველდღე ვლოცულობ, რომ ვისთანაც კონტაქტი მქონდა, ვირუსი არ დაუდასტურდეთ“
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები