“ფორმულას” გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელი, დავით ველიჯანაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლემ ველიჯანაშვილი ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და დევნის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო 118-ე მუხლი, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, გადაკვალიფიცირდა 122-ე მუხლად, რაც ფარგლებს გადაცილებით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
შეგასხენებთ, ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს 17 მარტს დაესხნენ. ტელეკომპანიის რეპორტიორი, ნანო ჩაკვეტაძეც ყვება, რომ ისინი აბაშიძის ქუჩაზე კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა აგრესია მას შემდეგ გამოხატა, რაც გაიგო, რომ ფორმულას თანამშრომლები იყვნენ.
კომენტარები