თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბოლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომაზე მხარეები რეპლიკებით სარგებლობენ. საზოგადოებას მიმართავს თავად ნიკა გვარამიაც. მედიამენეჯერის გამოსვლის შემდეგ, მოსამართლეთა კოლეგია განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.
ნიკა გვარამია საბადრაგო სამსახურმა სააპელაციო სასამართლოში ერთი საათის წინ მიიყვანა. ეზო და დარბაზი ხალხითაა სავსე. ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, საზოგადოების ცნობილი სახეები მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.
შესაძლოა, სამმა მოსამართლემ მთავარი არხის დამფუძნებელი პატიმრობიდან დღესვე გაათავისუფლოს.
კომენტარები