24 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი და ქვეყნის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი გახდება. რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის პირველი ფერადკანიანი, ინდური წარმოშობის, ინდუისტი პრემიერმინისტრი იქნება.
ბოლო ათწლეულებში ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში არაერთი ფერადკანიანი პოლიტიკოსი იყო, მათ შორის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების საკვანძო პოსტებზე, გაერთიანებულ სამეფოს აქამდე არ ჰყოლია ფერადკანიანი პრემიერმინისტრი.
“ეს ისტორიული მომენტია, რომელიც უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა ათწლეულის წინ. ეს გვაჩვენებს, რომ ბრიტანეთში საჯარო სამსახურის უმაღლესი თანამდებობები შეიძლება იყოს ღია ყველა რწმენისა და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანისთვის”. – ამბობს სუნდერ კატვალა, British Future ანალიტიკოსი.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტაპრემიერმინისტრმა, ლიზ თრასმა მხოლოდ 45-დღე დაყო თანამდებობაზე. შემდეგ კი დატოვა.
კომენტარები