“პალიტრანიუსის” ეთერში ქართული ოცნების დეპუტატმა ,ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა:
სასამართლო ხელისუფლება, ანუ მართლმსაჯულება, არის სრულად თავისუფალი ჩვენი ხელისუფლების დროს. ეს არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან ერთ-ერთი მთავარი და უმნიშნელოვანესი, რომლის მიმართ ორკესტრირებული შტურმი – ჩარევა, ზეწოლა, ხელოვნური ჩარევა იქნება თუ ყოველგვარი გარე ფაქტორების ზეგავლენა, ეს არის პირდაპირი დარტყმა და დაზიანება ამ მეტად მნიშვნელოვანი ინსტიტუციისთვის.
ჩვენ გვქონდა ორი გზა – ერთი არის ის, რა გზითაც წავედით, რეფორმები გზა. მეორე არის გზა, რომელიც თავის დროზე სააკაშვილ-ადეიშვილმა აირჩიეს, ის, რომ შევარდნენ, შეიჭრნენ სასამართლოში, პირდაპირ გამოყარეს, არაერთი მოსამართლე იქნა იმ დროს ძალიან ბინძურად დაპატიმრებული.
ხშირად გვესმის ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი სპეკულაცია და დილეტანტიზმის მოჭარბებული დოზით საუბარი. ვინც არ არის, ზოგადად, სისტემაში ჩახედული, პრაქტიკულად, ერთი დღე მაინც არ გაუტარებია, ძალიან რთული არის მისთვის იმის ახსნა, თუ რას წარმოადგენს ეს ინსტიტუციები და რასთან გვაქვს საქმე. როდესაც ვსაუბრობთ, რომ სასამართლო არის გარე ჩარევებისგან დამოუკიდებელი და არ მეგულება ადამიანი, ვინც იტყვის, რომ დიახ, უნდა ჩავერიოთ. სასამართლო იღებს თვითონ გადაწყვეტილებას, როდესაც მოსამართლეები უჭერენ თავიანთ მმართველობით ორგანოში ამა თუ იმ მოსამართლეს მხარს – ეს ლევან მურუსიძე იქნება, სხვა პირი იქნება თუ ნებისმიერი პირი, ვისაც თავისი წიაღიდან სასამართლო ხელისუფლება, მოსამართლეები წარადგენენ და მხარს დაუჭერენ, როგორ შეიძლება ახლა, რომ პოლიტიკოსმა და ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელმა გარედან უკარნახოს კონკრეტულ მოსამართლეებს, ვინ უნდა იყოს არჩეული?
კომენტარები