სამოქალაქო აქტივისტი, უჩა კანდელაკი:
ზურაბიშვილი დავით გარეჯში ჩავიდა, მთავარსარდალმა სამხედროებთან გადაღებული ფოტოთი გააკეთა განცხადება:”სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს”. რა მესიჯი გააგზავნა ამით აზერბაიჯანში? და რა მოჰყვა ამას: ტერიტორია რომელზეც ქართველი მომლოცველები შედიოდნენ და ლოცულობდნენ ჩაიკეტა. მოლაპარაკებები კი რომელიც ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა დაიხურა და იქ დღეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები დგანან.
ვერავინ დამაჯერებს რომ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გაუცნობიერებელი იყო და შემთხვევით მოუვიდა ამდენწლიანი დიპ გამოცდილების ადამიანს, მას რომ თავი დავანებოთ და დავუშვათ, გაუცნობიერებლად გააგზავნა ეს დამანგრეველი მესიჯი მაშინ მისი მრჩევლები რას აკეთებდნენ, ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ზურაბიშვილი ქვეყნის წინააღმდეგ მოღალატეობრივ ქმედებებს სჩადის: 1. რუსეთის ფედერაციამ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში ზურაბიშვილის ციტატები იმის დასტურად მოიყვანა, რომ საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომისთვის დიდი ხნით ადრე ემზადებოდა.2. მთავარსარდალმა გააკეთა განცხადება რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები არ სჭირდება.
პ.ს თურმე კიდევ აქვს კითხვები თუ რატომ არ ჰქონდა ინფორმაცია ვიზიტის შესახებ.”
კომენტარები