ექიმი, გიორგი ლილუაშვილი:
“რომ ვამბობ გვდევნიანთქო, არავის ეჯერა, აგერ მაგალითი სამხედრო-ექიმ კაცს მორგში სანიტრადაც არ მღებულობენ, დევნაა აბა რაა. საქართველოში ქართველი და ისიც განათლებული არავის ჭირდება. ამიტომ გარბის საქართველოდან ახალგაზრდობა და განათლებული, პროფესიონალი კადრი, სანამ ასეთი დამოკიდებულება იქნება ქვეყანაში არაფერი არ გვეშველება და კიდე უარესი გველის!
P.S. არ იფიქროთ მარტო ამ ვაკანსიაზე მქონდა შეტანილი 38 000 საჯარო სამსახურის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე შევიტანე განაცხადი. ყველგან უარი!
ამათ აქვთ კიდე პრეტენზია რაიმეს ექსპერტობაზე
ვაკანსია: სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ცოცხალ პირთა და გვამების გამოკვლევათა სამმართველოს სანიტარი
სსიპ – ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
24 окт. 2022 г., 19:10 (15 часов назад)
მოგესალმებით,
მადლობას მოგახსენებთ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის.
გაცნობებთ, რომ სამწუხაროდ თქვენ ვერ გაიარეთ კონკურსის პირველი ეტაპი – აპლიკაციების გადარჩევა.
გისურვებთ წარმატებებს!
პატივისცემით,
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
კომენტარები