ლექტორი, ლაშა ზანგინავა:
“ტრანსპორტში ვზივარ, გვერდით კაცი მიზის, რომელიც გაუთავებლად საუბრობს ტელეფონზე. თან ეტყობა აპარატი მწყობრიდანაა გამოსული და თანამოსაუბრის ხმა გვესმის ყველას, მისი ხომ ისედაც გვესმის…
ეს ჩემი გვერდში მჯდომი, აღმოჩნდა, რომ არის უცოლო, თანამოსაუბრე ასინდისებს:
– ჭოვ, ამ გლახა ზამთარში რაფერ გაატან უცოლოდ-ო
ეს გვერდით მჯდომი, ნიშნისმოგებით ეუბნება:
-იმნაირი კარმა ავწიე (ავიღე) გუშინ მაღაზიაში, სიცივის და რამის მე არ მეშინია-ო!
თანამოსაუბრე არ თმობს პოზიციას, ყვირის იქედან ბოლო ხმაზე. შეწუხდა ხალხი, ვეღარ მოითმინა ბოლოს ერრთმა ფაშფაშა ქალმა და პირდაპირ მიახალა:
– პლოშადამდე (მოედანია ბათუმში) თუ გათიშავ მაგ ტელეფონს, მე გამოგყვები ცოლად-ო!!!
ფარდა”
კომენტარები