უკრაინაში, ოკუპანტების მიერ მოკლული მიშა ყაფლანდიშვილის თანამებრძოლი, ნადიმ ხმალაძე, ვიდეოს ავრცელებს და “ენმ”–ის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მიმართავს:
“მოგესალმები საქართველოვ, შინ და გარეთ, ეს მიშას სიტყვებია. ასე მხოლოდ დღეს მოგესალმებით და ეს იქნება პირველი და ბოლო – იმიტომ რომ ეს მიშას მოსალმებაა.
დიდი პატივით გამოვაცილეთ საქართველოსკენ, გზაზეა ჯერ, მოემგზავრეება.
27–ში დილის 4.30 საათზე თბილისში დაჯდება თვითმფრინავი, რომელიც ჩამოაესვენებს კიდევ ერთ გმირს.
მინდა გთხოვოთ ყველას, პირველ რიგში ოპოზიციას, პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს, იქნებ მოახერხოთ და ორგანიზება გაუწიოთ ტრანსპორტირებას, თბილისიდან, თუ არ ვიცი საიდან, ვერ ვიტყვი, შორი რეგიონებიდან რამდენად შეიძლება… ხალხი მწერს, ხალხს უნდა დახვდეს ჩვენ გმირს, მაგრამ არ იციან როგორ, ძალიან გთხოვთ, იქნებ რამე მოახერხოთ.
მიშა იბრძოდა ჩვენთვის, თქვენთვის, საქართველოსთვის.
იმ საპროტესტო აქციებზე გერმანიიდან მოდიოდა, მიტოვებული ჰქონდა თავის საქმე და ჩვენთან იყო, თქვენთან იყო, ნაციონალური მოძრაობის გვერდით იყო.
ბატონო ნიკა, მელიას ვთხოვ, თქვენ როცა გიჭერდნენ, მე მან გამიყვანა თვალებშეხვეული, როცა რობოკოპებმა პირდაპირ თვალებში შემასხეს რაღაც ნივთიერება, ის ყველასთან იდგა, ყველას გვერდით იდგა და თქვენ გედგათ გვერდით პირველ რიგში, 6 დღე ღამე ერთად ვათენეთ თქვენ ოფისში. ბოლო წავიდა იქედან, მე გამიყვანა, დაბრმავებული, ჩამატარა სართულები და სასწრაფოში მან მიმიყვანა. ოკუპაციის ხაზზე ჩვენ გვერდით იდგა კარვებთან პირველი ის ვნახე, ის იდგა ჩვენ ბიჭებთან ერთად.
ბოლომდე, ბოლომდე საქართველოსთვის იბრძოდა, დახვდით, ჰერიო ბიჭებო – სიმღერით, გამაგონეთ, დამანახეთ, რომ მთელი საქართველო იქ არის და ჩვენი ხალხი აფასებს თავის გმირებს. ჩვენი ხალხი არ მიატოვებს თავის გმირებს.
დიდი მადლობა.
კომენტარები