მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტი საცურაო აუზზე. მუშტაიდის ბაღთან მდებარე აუზზე, მოზარდები და მათი მწვრთნელი, სავარაუდოდ ქლორის ზედოზირებით მოიწამლნენ.
ისინი ამ დროისთვის სახლში მკურნალობენ. არასრულწლოვანების მშობლები ადგილობრივ გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათივე თქმით, მსგავსი ფაქტი ადრეც დაფიქსირდა, რის გამოც გამგეობას და მერიას მიმართეს ნივთიერების შეცვლის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.
“650 ლარის ეკონომია გაკეთდა ქლორზე და ძალიან მოიწამლნენ. ირაკლი გვილავას ვაცნობე….იმ დროს ბავშვები არა, პირველი მე დამარტყა შემდეგ შემპირდნენ, რომ ყველაფერს გამოასწორებდნენ, მერიაში ირაკლი გვილავამ ყველაფერი იცოდა არავინ არ გამოასწორა ეს საკითხი. მეორედაც, როდესაც მომივიდა ეს, ყველა მშობელს ვეუბნებოდი, რომ იწამლებიან ბავშვები და არ შეიძლება ამის სუნთქვა. იმავენაირად მერიიდან მოვიდნენ, გამოსწორდება ყველაფერი, დიდუბის გამგეობაში მისული ვიყავი, რომ რეაგირება მოეხდინათ, თუმცა როგორც ყოველთვის რეაგირება არ იყო და მესამე ეტაპზე, მეორე მწვრთნელიც მოიწამლა, მისი ყველა ბავშვი იმიტომ , რომ კარები იყო დახურული, მე როდესაც შევედი შაბათს ვიგრძენი, რომ იყო ქლორი. კარები გავაღე, ჩემი ბავშვებიდან არის 6 მოწამლული” – ამბობს მწვრთნელი ნინო ქავზინაძე
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები