26-28 ოქტომბერს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) უმასპინძლებს.
კონფერენციის მიზანია განახლებადი ენერგიის სექტორისადმი ინვესტორების ინტერესის გაზრდა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა.
კონფერენციას გახსნიან სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და სხვა მოწვეული სტუმრები.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) პროექტი – ევროკავშირი ენერგეტიკისთვის EU4Energy და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA).
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი.
სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები სხვადასხვა ქვეყნებში განახლებადი ენერგიის პოლიტიკისა და განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კლიმატის შესახებ. კონფერენციის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ინვესტორებს წარუდგინონ განახლებადი ენერგიის პოტენციური საინვესტიციო პროექტები.
კონფერენციის მესამე დღე მიეძღვნება სემეკის 25 წლის იუბილეს.
კომენტარები