სამოქალაქო აქტივისტი, არჩილ ცაგურიშვილი, აქვეყნებს ვიდეოს და წერს:
“გამარჯობა საქართველოს
შინ და გარეთ! Misha Kaplan
ახლა რასც დავწერ ბოლომდე წაიკითხეთ, ბოლოში რაც ეწერება გაითვალისწინეთ!
ეს ჩემი ძმა არის მიხეილ ყაფლანიშილი
იგივე კაპლანი! ეს ვიდეო არ მგონია გქონდეს Bacho Tamliani ნაყურები მას უსაზღვროდ უყვარდი ეს ვიდეო აქვს საქართველოდან გულდაწყვეტილი რომ წამოვიდა მის შემდეგ ჩაწერილი,
რატომ და ვისზე იყო გულ ნატკენი ახლა მოგიყვებით! შეიძლება გამიგრძელდეს სიტყვა მაგრამ ბოლომდე წაიკითხეთ!
როგორც კი საქართველოში პატარა პროტესტის კერა გაჩნდა, პირველი რაც თქვა ე ძმაო მგონი გაიღვიძა ოპოზიციამ,
ახლა ჩვენი ყველას ვალია ჩავიდეთ სტიმული მივცეთ, მეტი მუხტი შევმატოთ მიძინებული ხალხი გამოვაფხიზლოთ, მიტაცებული საქართველო გადავარჩინოთ, თქვა და წამოვიდა, თუმცა წამოსვლას არის და წამოსვლაც!
ხო შეეძლო უბრალოდ ბილეთი აეღო ჩამოფრენილიყო და შერთებოდა პროტესტს, საკმაოდ წარმატებული ემიგრანტი იყო 140 150 ათასი ვერო ქონდა წლიური ბრუნი მის ბიზნეს გერმანიაში, მაგრამ იცით რა გააკეთა ყველაფერი პირადი გვერძე გადადო, და წამოვიდა იმ რწმენით საქართველო გადარჩებოდა, დამირეკა მითხრა არჩი ამაღამ ბერლინში მოვდივარ მანქან ვნახე უნდა ვიყიდო, გვიან ჩამოვალ არ მინდა ძმაო ლელა და ბავშვები შევაწუხო სახლში არ ამოვალ დაბლა ჩამო ავტომობილში ვისაუბროთ, ხოდა ჩამოვიდა იმ ღამეს ავტომობილში გავათენთ, მთელი ღამე თავის გეგმას მიყვებოდა შიგა და შიგ შემოხედავდა, ხო იდალურია, ხო მაგარია, ხო გამოყვება ხალხი, ვუყურებდი, მეცინებოდა გიჟი ხარ კაპლან, სერიოზულად ამბობ ამ ყველაფერს ვეკითხებოდი, კი ძმაო, აგერ ნახე რა შედეგს დავდებ ახლა მანქანს დავსტიკერებ ქართული დროშებით და წავალ გზა და გზა ლაივს ჩავრთავ ნახე რამდენი ემიგრანტი შემომიერთდება, და რაც თქვა გააკეთა 4 დღე და ღამე იარა მანქანით ქართულ დროშასთან ერთად მარტომ …
საქართველოში შესვლისთანავე მოედო ყველას და ყველაფერს ყველას სულში შეუძვრა ყველას შეაყვარა თავი, პარლამენთან ერთი კარავი თუ იდგა, მიშამ მიამატა ბევრი მარტო პარლამენტთან არა სხვა და სხვა რეგიონებში, თუ სადმე გაიგებდა რომელიმე კუთხეში ვინმე პროვოკატორი კარვებში არეულობას აპირებდა რა დროც გინდა ყოფილიყო, მოჩვენებასავით იქ გაჩნდებოდა, რამოდენიმე თვის უკან დაბრუნდა გერმანიაში იმედიანი, გაძლიერებული, გახარებული, იცი რამხელა მუხტია ძმაო, ხალხში იძახოდა, უბრალოდ ლიდერი ჭირდება ხალხს ძმაო, ხალხი ვისაც გაყვება ეს დღევანდელი ლიდერები ოპოზიციის გინდა ყოფილან გინდა არა, რაღაც აკლიათ, ყველა გავიცანი ვინ რა ჰაერს სუნთქვას მაგრამ ის რაღაც თავდადება ქვეყნისთვის რაც აკლიათ სიტყვებია.
მერე მეორედ წამოვიდა სააკაშვილი აპირებს ჩასვლას და ახლა იქ უნდა ვიყოთ ყველა თუ ვენდობით მთავრსარდალს არ უნდა დავაღალატოთო.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. სულ რომ ერთი კაცის იყოს და თუ ვიბრძოლებთ გავიმარჯვებთ, მაშინაც ვუთხარი, ბიჭო, იცი არ მოგინია მიშა ჩავიდეს შეიძლება, საზღვარზე მივიდეს, შეხედოს რამდენი ხალხია და მერე გადაწყვიტოს, კაი გაგახსენებ მაგ სიტყვებსო, და სააკაშვილი რომ დაიჭირეს ეგრევე დამირეკა ხედავ არჩი ხედავ რას გეუბნებოდი ძმაო, ვყოფილვარ მართალი, გაეცინა და იმედი ქონდა რომ ხალხი რომელიც გამოვიდოდა, აღარ დაიშლებოდა საქართველოს გადარჩენის იმედი ქონდა მაგრამ მოხდა ისე, მიშა დაჭერილი, ქუჩაში კი სიჩუმეა, ხოდა Tako Charkviani ის დაანონსებულ აქციაზე არ მივიდა მთავრი ოპოზიციური პარტიის ლიდერები, მაშინ დარეკა კაპლანმა და იცით, რა თქვა მგონი გაყიდეს მიშა ამ არასწორებმა მაგრამ ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ ჩვენ უნდა მივცეთ ხალხს საქმით მაგალითი რომ გამოვიდეს ქუჩაში, თქვენ მანდ, ჩვენ აქ, აქცები ყველგან გაუჩერებლად, საქართველოდან ბერლინში აორგანიზებდა სააკაშვილის მხარდასჭერ აქციებს, თვითონ კი რედისონის მიმდებარედ ველოსიპედიდან რუსთავის ციხემდე აწყობდა ავტოკოლონების მსველეობებს,და ამ ყველაფერს ფეიაბუქის ლაივის საშუალებით ახერხებდა, ასეთი კაცია კაპლანი,
ერთ დღესაც მელიამ დაუძახა და პირდაპირ უთხრა შენ შენი პატარ პატრა აქტივობებით დიდი აქციის მუხტს კლავო და გაიწი გვერდზე, ბრძოლაში ხელს ნუ გვიშლიო, ვინ ხარ საიდან მოხვედიო, ხო ეს იმ ნიკა მელიამ, რომელმაც გმირების გარდაცვალებიდან 7საათი დასჭირდა სამძიმრის პოსტი დაეწერა თუ არა, როგორც კი ეს მოხდა, ეგრევე წამოვიდა საქართველოდან, მაგრამ წამოსვლაც არის და წამოსვლაც, გერმანიამ საბუთები გაუფუჭა და ვერ შემოფრინდებოდა, ჩაფრინდა უკრაინაში, უკრაინიდან პოლონეთის საზღვარზე ავიდა, დახლოებით 100 მეტრის მოშორებით გამოეპარა სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოს
2დღე და ღამე ფეხით იარაა ყინვას და თოვლში პოლონეთის ტყეში, და როგორც იქნა ჩამოაღწია პოლონეთის ქალაქ გდანსკში, სადაც უკვე ჩემი მეგობარი Zurab Gutashvili დახვდა, ჩემთვის მანქანა იყიდა და მეორე დღეს ბერლინში დამადგა თავზე.
მერე როცა დაიწყო უკრაინაში ომი მალევე წავიდა, იქაც ქართული დროშა ატარა იქედანაც საქართველოს გადარჩენის გეგმაზე მუშაობდა, იქედანც ყველას გვეფერა, და არ არსებობდა კვირა გასულიყო არ დამერეკა და თუ ვერ დაურეკავდი თვითონ რეკავდა, რაიყო არჩი რა იშოვე ასეთი რომ დაიკარგეო, იტყოდა, გაიცინებდა, ჩამიკოცნე ლელა ბავშვები და გამითიშავდა ასე გავიდა 7თვე!
მოკლედ დიდი კაცი დავკარგეთ ქართველებმა ძალიან დიდი!
და შევიძინეთ დიდი განძი რომლითაც იამაყეებს მომავალი თაობები!
ახლა ბოლომდე წაკითხვა რატომ გთხოვეთ, მიშა კაპლანის სახელისთვის ჩირქის მოცხება არ გაბედიოთ!!! ბიჭებო არავის, მიშას სახელის გამოყენებით არ მიცეთ უფლება მელიებს, ხაბეებს და ნაცუძარობის ლიდერებს პოლიტიკური ქულების დაწერის!!!!
მიშა კაპლანის სახელის და გვარის ყველა ასოს სათუთად გაფრთხილება ჭირდება ბიჭებო, როგორც კი მაგ ხალხი მიშას სახელით ლაპრაკს დაიწყებს, დამიჯერეთ, იმწუთიდან დაიწყებს ბრბოო მიშას სახელის შებღალვას!!!!”
იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელია ან “ენმ” გააკეთებს ამ თემაზე კომენტარს, “ალია” მათ კომენტარებსაც გამოაქვეყნებს.
კომენტარები