რუსეთი უკრაინის მხრიდან მოსალოდნელ “საფრთხეზე” ალაპარაკდა – რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ამტკიცებს, რომ უკრაინა, შესაძლოა, თავისივე ტერიტორიაზე ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებას და შემდეგ, ოკუპანტი სახელმწიფოს დადანაშაულებას გეგმავდეს.
23 ოქტომბერს სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ფრანგ, ბრიტანელ, თურქ და ამერიკელ კოლეგებს უკრაინის მიერ ე.წ. ბინძური ბომბის შესაძლო გამოყენების საფრთხეზე ესაუბრა. შოიგუ ამტკიცებდა, რომ ამ ინფორმაციით “შეშფოთებულია”.
ბინძური ბომბი რადიოაქტიური ნივთიერებების ან რადიაციის გამბნევი მოწყობილობაა, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობების, დინამიტის და რადიოაქტიური ნივთიერებების ერთობლიობას წარმოადგენს.მისი აფეთქების შემთხვევაში, გარემოში იფრქვევა რადიოაქტიური მასალა და იწვევს სერიოზულ დაზიანებებს – ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ აფეთქების ადგილთან ახლოს, შესაძლოა, რადიაციასთან დაუცველნი აღმოჩნდნენ, რაც სეროზულ დაავადებას დაუყოვნებლივ იწვევს.
კომენტარები