ექსპერტი, ლელა ჯეჯელავა:
“გუშინ ვნახე კადრები პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატებთან შეხვედრის. შემძრა როგორ ეწირება ჩემი ქვეყანა უკიდეგანო პრიმიტივიზმს და გაუნათლებლობას.. თითქოს ახალი არაფერია . ალუდა ქეთელაურის შემქმნელის ქვეყანაში ყოველთვის კოლექტიური ალუდა ღუდუშაურები ზეობდნენ. ქეთელაურს შემქმელს კი წამლის ფული სანატრელი ჰქონდა. “ვეფხისტყაოსნის” ავტორის -აღარც სახელი, აღარც საფლავი, გურამიშვილს -ქართული მიწა არ ეღირსა, ილია ჯერ ტალხში აგუნდავეს, მევახშე, გლეხების მტანჯველი, გახრწნილი მემამულე, ხან ბურთივით მრგვალი ლიბერალი ეძახეს მტრის სამსახურში ჩამდგარმა “მადლიერმა” თანამემამულებმა და ბოლოს ტყვიითაც დააჯილდოვეს, კოლექტიური ორჯონიკიძეების მემკვიდრეები კი დღემდე ზეობენ და ქართლის ბედს წყვეტენ თან ილიას პორტრეტებიც უკიდიათ კაბინეტებში და “კოზოლობენ” ეს სიტყვა ჩემმა ქმარმა გამოიგონა, ძალიან მომწონს. რაღაც ქართულ ” კოკობზიკასა და რუსული “კოზიოლის” სინთეზია. ტყვია ზვიადისთვისაც არ დაინანეს, ვის ჭირდებოდა ჯვარცმული ქრისტე, როცა ბარაბა ყოველთვის ” ცვეტშია ” მით უფრო, ბიჭებს და გოგოებს “ლუბიანკელი” პატრონები საკუთარი ხალხის ხარჯზე სამუდამო ” გულაობას” დაპირდნენ. ახლა კიდევ ერთი მსხვერპლი აქვთ მისატანი ” ლუბიანკაზე” კონტრაქტის გასაგრძელებლად და პრაქტიკულად” რაი ვ შალაშე” გარანტირებული აქვთ. მსხვერპლიც ხელში ყავთ და როგორც ” უდავის” წესია , ნება-ნება ახრჩობს სიამოვნების გასაგრძელებლად, ჰოდა რამ გაგვაძლებინა ამდენ ხანს, როგორ გადვრჩით , როგორ მოვედით აქამდე? ზუდტად ვიცი, როგორც. საჭირო დროს ყოველთვის ჩნდება ვინმე ( ის ხან უბრალო გლეხია, ხან უფლისწულია , მაგრამ აუცილებლად მზეჭაბუკია), რომელიც გველეშაპს მუცელს უფატრავს და მსხვერპლი ან მსხვერპლები ამოყავს. ისტორიულ პრიზმაში კი ეს ქართველი ხალხია, რომელიც ვის გამოარჩევს ლიდერად მარტო ღმერთმა და მან უწყის. ძაან ევროპელები ნუ დაიწყებთ ახლა , ლიდერი რად გვინდა ცხვრის ფარა ხომ არ ვართო, ჯერ ეს ერთი, ფარაც აღარ ვართ, ჭაბუასი არ იყოს საძოვარზე მიშვებული გათითოკაცებული კოჭლი ცხვრები ვართ, და მეორე, საკუთარ ბუნებას და ერის თვისებას კარგად უნდა იცნობდე. ილიაც კი იმას სჩიოდა: ” სად არის გმირიო?_ გმირები უყვართ ქართველებს, ოღონდ სიცოცხლეში ჯვარს აცვამენ ხოლმე და სიკვდილის მერე აღამაღლებენ. ამ ქვეყნიური ცხოვრებისVia Dolorosa -ც ხომ ეს არის გზა გოგოთისაკენ . ჯვარცმიდან ამაღლებამდე. აბა ბარაბა სულ “ცვეტში” იყო და იქნება,ალუდაც, ქეთელაური არა,- ღუდუშაური. არჩევანი კი ყოველთვის ჩვენია.”
კომენტარები