პოლიტოლოგი, ლევან შენგელია:
“საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში დღეს გაემგზავრა.
აპრილში IPN-ზე გამოქვეყნებულ ჩემთან ინტერვიუში ვთქვი:
“თუ საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, საქართველოს მთავრობა დაიწყებს სავალდებულო ნაბიჯების გადადგმას, ოღონდ უარს არ იტყვის „რუსეთის არგაღიზიანების“ პოლიტიკაზე და შეეცდება ისეთი პოზიცია დაიჭიროს, რომ გახდეს ერთგვარი ევროკავშირსგარეთა უნგრეთი, ანუ ევროკავშირის ჭირვეული კანდიდატი-პარტნიორი.”
ამიტომ, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რა შედეგები და განცხადებები მოჰყვება პრემიერ-მინისტრის ვიზიტს უნგრეთში.”
კომენტარები