ირანში ისლამური რევოლუციური გვარდიის პოლკოვნიკი მოლაშახი მოკლეს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთისთვის დრონების მიწოდებაზე იყო პასუხისმგებელი.
ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. მოლაშახისთან ერთად მანქანაში ჩაცხრილეს კიდევ ერთი ოფიცერი, ჯავად კიხა.
კრემლთან თანამშრომლობის გარდა, მათ ირანში პროტესტების სასტიკ ჩახშობაშიც ადანაშაულებდნენ. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა სირიაში ის ქარხანა დაბომბა, სადაც ირანულ დრონებს აწყობდნენ.
კომენტარები