2022 წლის პირველ 9 თვეში რუსეთიდან საქართველოში შემოსული მოქალაქეებიდან 112 733 ადამიანი კვლავ საქართველოში რჩება. ქვეყანაში რჩება ბელარუსის 13 151 მოქალაქეც. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის 25 799 უკრაინელი ცხოვრობს.
ირკვევა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში 2022 წლის პირველ იანვარს შემოვიდნენ, თუმცა სამშობლოში ამ დრომდე არ დაბრუნებულან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 ოქტომბრის ოფიციალური სტატისტიკა “ქართული ოცნების” დეპუტატს, ლევან ქარუმიძეს მიაწოდა.
კომენტარები