კახეთში მოსწავლეზე ძლადობაში მხილებული პედაგოგი იმავე კლასში გაკვეთილებს ისევ ჩაატარებს – გადაწყვეტილება სიღნაღის რესურსცენტმა საგანგებო სხდომაზე მიიღო.
მოსწავლის დედის თქმით, მისი შვილი არ ივლის სკოლაში სანამ აღნიშნული პედაგოგი თავის მოვალეობას ასრულებს. მშობელი ამბობს, რომ მასწავლებელი დამრიგებლის პოზიციაზე მოიხსნა, მაგრამ ბავშვებთან მუშაობას ჩვეულებრივად გააგრძელებს.
“სხდომა ჩატარდა რაღვევებით. არ იყო საუბარი არც მასწავლებლის გადაცდომაზე დაარც დისკრიმინაციულ საუბარზე, ჩემს შვილზე. ჩემი შვილი არ ივლის სკოლაში, სანამ იქნება ეს მასწავლებელი”,- ამბობს ეკა გოგინაშვილი, მშობელი.
შეგახსენებთ, შემთხვევა კახეთის ერთ-ერთ საჯაარო სკოლაში მოხდა. 7 წლის ბავშვის მშობელმა პედაგოგი მოსწავლეზე ძალადობაში ამხილა. მისი თქმით, შემთხვევას წინ უძღვიდა მოსწავლეებს შორის დაპირიპისრება, რა დროსაც თანაკლასელმა მის შვილს დაზიანებები მიაყენა, ამის შემდეგ კი დაზარალებულ ბავშვს პედაგოგმა სილა გაარტყა.
თითქმის ორი თვეა ოჯახი სკოლის დირექციისგან რეაგიებას მოითოვს, თავად პედაგოგი მომხდარზე მედიასთან არ საუბრობს. განათლების სამინსიტროს რესურსცენტრმა კი გუშინ გადაწყვეტიელბა მიიღო, რომ მასწავლებელმა იმავე კლასში საგავეთილო პროცესი უნდა გააგრძელოს.
აქვე დაზარალებული ბავშვის ბიძის, სოსო გოგინაშვილის პოსტი:
SOS
კომენტარები