ფოთში, 23 წლის ჯანო ჯიქიას ეძებენ.
როგორც ცნობილია, ის სახლიდან 24 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. თავდაპირველად ბიჭის გაუჩინარების შესახებ ახლობლებმა სოციალურ ქსელში, ჯგუფებში გაავრცელეს ცნობა:
“ქ. ფოთში 24/10/2022 – ში 19:00 საათიდან სახლიდან გავიდა და უკვალოდ დაიკარგა.
თუ ვინმეს შეგხვდათ ამ დროის შემდეგ, ან თვალი მოგიკრავთ, ან მიამსგავსეთ, ძალიან გთხოვთ შეგვატყობინეთ
მჯერა რომ დაბრუნდები!
გთხოვ გამოჩნდი “
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ბოლოს ახალგაზრდა ფოთის პორტის კამერებმა იმ ტერიტორიის სიახლოვეს დააფიქსირა, სადაც ახლა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ზღვაში მაშველები და მყვინთავები მუშაობენ.
შსს-მ მომხადრზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
კომენტარები