კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინი, რიში სუნაკს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრად დანიშვნას არ მიულოცავს.
“თქვენ იცით, რომ ბრიტანეთი ახლა არამეგობრული ქვეყნების კატეგორიაშია. ამიტომ, დეპეშა არ ყოფილა”. – ასე უპასუხა პესკოვმა კითხვაზე, მიულოცა თუ არა პუტინმა სუნაკს.
მანამდე პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ვერ ხედავს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების წინაპირობებს ბრიტანეთის მთავრობის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნაში.
ამის მიზეზი სავარაუდოდ ისაა, რომ რიში სუნაკმა უკრაინელებს მხარდაჭერა და სოლოდარობა გამოუცხადა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სუნაკი ქვეყანაში მიიწვია.
კომენტარები