ჟურნალისტი, თენგო გოგოტიშვილი რუსი ჟურნალისტზე, ქსენია სობჩაკზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და წერს:
“ვიცი, რომ ყველას არ გაქვთ საშუალება, ამდენი ღლეობა იკითხოთ, ამიტომ მოკლედ გეტყვით:
ქსენია სობჩაკზე ძებნა გამოცხადდა გამოძალვისთვის. მისი პროდიუსერი და კიდევ ერთი, როგორც ირკვევა, აშანტაჟებდნენ სერგეი ჩემეზოვს – პუტინის უახლოეს კაცს, “როსტეხის” უფროსს. როსტეხი არის იარაღის უდიდესი მწარმოებელი ღრუსეთში.
დაახლოებითაც გაგიჭირდებათ წარმოდგენა, რა გავლენის და სიმდიდრის კაცია – მარტო ერთი იახტა, რომელიც ესპანეთმა ახლა დაუყადაღა, 140 მლნ დოლარი ღირს:)
ცხადია, სანქციების სიაშია პირველივე დღიდან – 2014 წლიდან. მთელი ოჯახით.
მოკლედ, პუტინის ნათლული დაეტაკა პუტინის ძმაკაცს.
ერთი დედამოხნული მეორე დედამოხნულს.
ქსენიამ გაასწრო ლიეტუვაში, თუმცა დარწმუნებული ვარ, იქაც იციან, რა დედამოხნულია.”
კომენტარები