კახეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები, რა ვითარებაში მოკლა ძმამ და – “კურიერი” საზარელ დანაშაულთან დაკავშირებით, სიღნაღში ადგილობრივებს ესაუბრა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება ავტომობილში მოხდა. მათი თქმით, მოკლული ქალი ძმებს აშველებდა, რის შემდგომ, სავარაუდოდ, ის დაკავებულმა მანქანიდან გადააგდო.
“გადმოაგდეს მანქანიდანო… გოგო მოკვდა, აღარ არის, 2 პატარა შვილი დარჩა. თავი აქვს გახეთქილი ეტყობა რომ გადმოვარდა, ასფალტზე დაარტყა თავი,” – უყვება “კურიერს” ერთ-ერთი ადგილობრივი.
“ძმები ჩხუბობდნენ და გაშველების დროს დაიღუპაო” – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები.
ცნობისთვის, კახეთში ძმამ და მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დას ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული 10-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი კვალზე დააკავეს.
წყარო – რუსთავი 2
კომენტარები