ერთ-ერთი სოციალურ ჯგუფში, ანონიმი წევრი, თბილისში, გლდანში მომხდარ შემთხვევაზე წერს და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
“ძალიან გთხოვთ ფრხილად იყავით!
გლდანში, ქერჩის ქუჩაზე, გუშინ დილის 6 საათზე, ჩემი სახლის კარზე საშინელმა ბრახუნმა გამაღვიძა.
უცებ ავდექი გავედი და რომ გავიხედე, შავებში ჩაცმული საშუალო სიმაღლის კაცი იდგა, ვეკითხებოდი, ვუყვიროდი, რა ხდება, რა გინდა-თქო, ხმას არ იღებდა და ძლიერად ურტყამდა კარს ხელებს და სახელურს ამოძრავებდა. კანკალმა ამიტანა. მე და ჩემი პატარა და ვცხოვრობთ მხოლოდ და ძაან შემეშინდა. ტელეფონი ავიღე და პატრულში ვრეკავდი, როცა მეზობლის კარის ხმა და გინება გავიგე, ეს კაცი მაშინვე გაქრა, რომ გავედი, მეზობლებმა დამამშვიდეს და მითხრეს, რომ გაიქცა…
გთხოვთ, გოგოებო, ყოველთვის ფრთხილად იყავით და თან ატარეთ წიწაკის სპრეი.
უკვე ისეთი შეშინებული ვარ, დღეს 5 ჯერ შევამოწმე ხო ნამდვილად დაკეტილი იყო კარი და სახელურს ჭიქა გავუკეთე, ვიფიქრე, კიდე ვინმე თუ ეცდება გააღოს, ეს ჭიქა ჩამოვარდება და ხმას გავიგებ-თქო და დახლოებით 20 წუთის წინ ჭიქის გატეხვის ხმა გავიგე, როცა გავედი სადარბაზოში არავინ იყო. აშკარად კიდე ეცადა შემოსვლას და სახელური ჩამოწია ვიღაცამ ისე შანსი არ იყო რო თავისით ჩამოვარდნილიყო”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
კომენტარები