რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე, მოსმენით მიიღო კანონი სამხედრო სამსახურში გაწვევის ამჟამინდელი აკრძალვის გაუქმების შესახებ იმ მოქალაქეების მობილიზების მიზნით, რომლებსაც აქვთ გამოუსწორებელი ან გამოუჩენელი ნასამართლობა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. ინფორმაციას ინტერფაქსი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დუმის დეპუტატებმა, ამ გადაწყტვეტილებით, ომში წასვლის ნება დართეს ქურდობასა და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისთვის ნასამართლევ პირებს.
ახლადმიღებული კანონით, კვლავ აკრძალულია ომში იმ პირთა გაგზავნა, რომლებიც სასჯელს იხდიან არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალადობისთვის, ე.წ. ტერორისტული და ექსტრემისტული მუხლებისთვის, ასევე მძევლების აყვანის, არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ან მასში მონაწილეობის, რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო მიზნებისთვის შეიარაღებულ კონფლიქტებსა და სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისთვის.
კომენტარები