ქართული პრეზერვატივის კომპანია “აიისამ” ამჯერად პრეზერვატივის ახალ პარტიაზე, ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ფოტოებია გამოსახული.
ამის შესახებ მათ ფეისბუქგვერდზე პოსტი გამოაქვეყნეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ქვეყნის 1-ლი ჩობანი-ს” გაყიდვების სტატისტიკა მოიცავს საზღვარგარეთს და მთელ საქართველოს: ქუთაისს, ზუგდიდს, ბათუმს, თელავს, ყვარელს, საგარეჯოს, რუსთავს და თბილისს რა თქმა უნდა
სხვა შემთხვევებსი აიისა-ს გაყიდვები 50-50% ქალებზე და კაცებზე მოდის, ამ შემთხვევაში მამრობითი სქესის მყიდველები ჭარბობენ, რაც შეიძლება ნიშნავს იმას რომ ჯერ კიდევ ყველაფერი დაკარგული არაა
დღეს და ხვალ, “ქვეყნის 1-ლი ჩობანი” ისევ სიმბოლურ ფასად – 1 ლარად
ძალადობის გამართლება დაუშვებელია!!
აიისას დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე, აქამდეც მრავალ სკანდალში გაეხვა, პრეზერვატივზე დატანილი გამოსახულებების გამო.
კომენტარები