იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, ლევან მურუსიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში:
სამოქალაქოს მოსამართლეები აშშ-ში რომ მიდიან გამოცდილების გასაზიარებლად, ამერიკული სამოქალაქო სამართალი და საქართველოს სამოქალაქო სამართალი ერთმანეთთან ისეა, როგორც ამერიკული და ევროპული ფეხბურთი. ისინი ხელით თამაშობენ, ჩვენ ფეხით ვთამაშობთ. რაც არ უნდა ბრეიდი ჰყავდეთ, მაგარი მოთამაშე, რომ ჩამოიყვანო და ჩვენს ფეხბურთელებს გამოცდილება გაუზიაროს, რამე შედეგი იქნება? ამიტომ, იუსტიციის საბჭოს გარეშე რომ ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, მკითხე რაღაც, ეფექტურად როგორ შეიძლება. ხელგაშლილი შევეგებებით და რჩევებსაც მივცემთ, როგორ იქნება უფრო ეფექტური. ხუთი დღით წავლენ მოსამართლეები და დაათვალიერებენ შენობებს. რა თქმა უნდა, ეს კარგია და მივესალმები, მაგრამ მარტო ეს ხომ არ არის საქმე? მოსამართლეები არ ლაპარაკობენ, უბრალოდ, ზრდილობის თემაა, თორემ გულწრფელად გეუბნებით, ყველა იძახის, ჩავალთ, შენობას ვნახავთ და ჩამოვდივართო. კარგია, გასაგებია, რომ დაისვენებს მოსამართლე, შენობას ნახავს და ნახავს, რა დიდებულია აშშ-ი, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო ეფექტურად რომ იყოს გამოყენებული, ხომ შეიძლება, გვქონდეს ურთიერთობა და კონტაქტი.
კომენტარები