დღეს კახეთში მოკლული ახალგაზრდა ქალი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში მცხოვრები 34 წლის მერი ალადაშვილია.
ახალგაზრდა ქალს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
როგორც ვრცელდება, მეზობელი სოფლიდან სუფრიდან წამოსულ ძმებს გზად მანქანაში შელაპარაკება მოუვიდათ. დაპირისპირებულების გაშველება კი მათთან ერთად მყოფმა დამ სცადა, რა დროსაც მან სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანი-ჯუგაანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოხდა.
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს
კომენტარები