კობა ლეთოდიანმა ერთ თვალში მხედველობა აფხაზეთის ომში დაკარგა, მეორე თვალი კი 50 წლის ასაკში, 20-21 ივნისის მოვლენებისას დაუზიანეს, რის შედეგადაც ამ დროისთვის ვერც ერთი თვალიდან ხედავს.
კობა ლეთოდიანი, ამ დრომდე არ იყო ცნობილი დაზარალებულად.
დღეს, 2022 წლის 28 ოქტომბერს, მისი ქალიშვილი, ნათია ლეთოდიანი, წერს:
“18 ოქტომბერს პროკურატურამ უარი მოგვწერა მამაჩემის დაზარალებულად ცნობაზე.
გუშინ დაგვირეკეს და დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.
ემოციურად რას ნიშნავდა ამ კადრების ყურება ჩემთვის, ამაზე აღარ გავჩერდები.
მთავარი ამ აბსურდის თეატრში – ოქმის მიხედვით პროკურატურამ ტვ იმედიდან და რუსთავი ორიდან 20 ივნისის კადრები გამოითხოვა 2022წლის 25 ოქტომბერს. სამი წლის შემდეგ, ორჯერ უარის შემდეგ გადაწყვიტეს კადრების გამოთხოვა და იქ ნახეს რომ მამაჩემი საფრთხეს არ წარმოადგენდა, შტურმით არ იღებდა პარლამენტს.
და მთავარი, დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს ამნისტირებული მუხლით, აი ცნობილ მიშელის დოკუმენტში რომ ეწერა, იმ მუხლით. კიდევ ერთხელ, მადლობა უკომპრომისოდ მებრძოლ ოპოზიციას ამისთვის.”
კომენტარები