კალიფორნიაში, აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის სახლში თავდამსხმელი შეიჭრა და მისი ქმარი დაჭრა – ინფორმაციას უხოური მედია ავრცელებს.
BBC წერს, რომ 82 წლის პოლ პელოსი საავადმყოფოშია გადაყვანილი და “სავარაუდოდ გამოჯანმრთელდება”.
თავდამსხმელი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, დაკავებულია, მაგრამ თავდასხმის მოტივი უცნობია.
მედიის ცნობით, თავდასხმის დროს თავად ნენსი პელოსი სან-ფრანცისკოს სახლში არ იმყოფებოდა. ინციდენტი პარასკევს დილით მოხდა.
კომენტარები