ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ახალი კორონავირუსისგან თავსადაცავ მორიგ რეკომენდაციას გასცემს:
„სერიიდან – ხშირად დასმული კითხვები კორონავირუსთან დაკავშირებით
❓იცავს თუ არა ხელთათმანი ვირუსისგან?
✍️კორონავირუსი არ გადაეცემა კანის გზით. ასეთი ინფექციები, ცხადია, არსებობს, რომლებიც კანის უხილავი, მიკროტრამვებით გადაეცემა, მაგრამ კორონავირუსი მათ რიცხვში არ შედის. ხელი ინფექციის წყარო შეიძლება გახდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელით შეიძლება შევეხოთ სახეს (თვალის, ცხვირის, პირის ლორწოვან გარსებს). ამიტომ, არასამედიცინო მიზნით ხელთათმანის გამოყენებას შეიძლება მხოლოდ ის გამართლება ქონდეს, რომ გვახსენებს, რომ არ მოვიკიდოთ ხელი სახეზე.
თუმცა, ხელთათმანის გამოყენების პრობლემა ის არის, რომ ხელთათმანიან ხელს ვახებთ ზედაპირებს და შემდეგ ვერ ვიბანთ, არც სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავებაა რეკომენდებული, რადგან ზოგიერთი ხსნარი აზიანებს ხელთათმანს. ასევე, ხელთათმანის გახდასაც თავისი წესი აქვს და ესეც უნდა დავიცვათ. ხელი ხელთათმანის მოხსნისთანავე მაშინვე უნდა დავიბანოთ საპნით. ამიტომ, თუ ხელთათმანს ხშირად არ ვიცვლით, ამით ვაბინძურებთ ზედაპირებს და ფაქტიურად ინფექცია გადაგვაქვს. ამ მხრივ ხელთათმანის გარეშე ხელი, თუ ხშირად ვიბანთ, უფრო უსაფრთხოა. “
კომენტარები