• რეკლამა
  • კონტაქტი
11:32, ორშაბათი, 19 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„შეიძლება ითქვას, რომ ალიევის ვიზიტის მიზანი ეს იყო… ჰო, დროზე უნდა გამოვიფხიკოთ ყურები“ – რას უყვება „ალიას“ სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
15:48 10-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,678

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

 

– ბატონო სოსო, ირაკლი ღარიბაშვილი ილხამ ალიევთან შეხვედრიდან ორ დღეში, ბუდაპეშტში ჩავიდა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა. აქეს და ადიდეს ერთმანეთი, მაგრამ შეხვედრის შესახებ მხოლოდ ზოგადი და მშრალი ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს იყო რუსეთის მომხრე ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა და რუსეთის სასარგებლო კონკრეტულ ქმედებებს, რაც შეხვედრას მოჰყვება, მომავალში დავინახავთ. თქვენ რას იტყვით ამ შეხვედრის შესახებ?

– მეც მეუცნაურა ირაკლი ღარიბაშვილის მოულოდნელი ჩასვლა უნგრეთში. საერთოდ, ჩვენი პრემიერი უცხოეთში ნაკლებად დადის, ძირითადად, საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით გამართულ სამიტებს, კონფერენციებს ესწრება – ევროკავშირის, ნატო-ს გაერო-ს მიერ ორგანიზებულ ვიზიტებს. კონკრეტულ ქვეყნებში ვიზიტებით იშვიათად ჩადის და უცებ ორბანთან გადაწყვიტა შეხვედრა. სიმართლე გითხრა, ვერ ამიხსნია ღარიბაშვილის ვიზიტის მიზეზი. ინფორმაცია როცა არ მაქვს, ვერც რეალობასთან  მიახლოებულ  ვარაუდებს გამოვთქვამ. მკითხაობას კი, ზოგიერთი „ექსპერტივით“ ვერ დავიწყებ. ერთადერთი, ეგ ვარიანტია დამაჯერებელი, რომ რუსეთის მიმართ ორი კეთილგანწყობილი ქვეყნის ლიდერი შეხვდა ერთმანეთს, მაგრამ რატომ, ამას მომავალში გავიგებთ. ორბანი „თეთრი ყვავია“ ევროკავშირში, პირდაპირ ვთქვათ, პუტინისტია. ჩვენი ქვეყნის რეალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, ფორმალური ხელისუფლების ლიდერების განცხადებებიდან და ქმედებებიდან აშკარად ჩანს. ბიძინა ივანიშვილიც პირწავარდნილი რუსეთუმეა, თუმცა, მას ამ შეხედულების გადასინჯვა მალე მიუწევს. ცხადია, ღარიბაშვილი ივანიშვილის დავალებით ჩავიდა უნგრეთში და შეხვდა ორბანს. მე გამოვრიცხავ, რომ რაღაც რუსეთის მხარდამჭერი გაერთიანება შეიქმნას, რომლის წევრებიც უნგრეთი და საქართველო იქნებიან. ძალიან საეჭვო შეხვედრა იყო, შერჩეული დროიდან და ვითარებიდან გამომდინარე. მე  უნგრელი ხალხისა მიკვირს, ამ ორბანს რომ იტანენ, თან ახლახან კიდევ ერთხელ გაიმარჯვა მისმა პარტიამ  საპარლამენტო არჩევნებში და ორბანი კიდევ  4 წლით დარჩა პრემიერად. მეორე მსოფლიო ომის მერე, 1956 წელს, უნგრეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელსც საბჭოთა კავშირის ჯარმა ტანკებით გადაუარა და უნგრული რევოლუციის ჩახშობისთვის, მარშალმა გიორგი ჟუკოვმა მეოთხე ვარსკვლავი მიიღო. ბუდაპეშტის ქუჩებში ჩახოცეს უნგრელი ახალგაზრდები საბჭოთა ჯარისკაცებმა, რომელთაც თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობა სურდათ და სხვა არაფერი. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ირაკლი ღარიბაშვილისა და ილხამ ალიევის დაუგეგმავი ვიზიტი. ეს ნამდვილად ისტორიული შეხვედრა იყო.

– რის გამო იყო ისტორიული ეს შეხვედრა?

– მოდი, დეტალურად მივყვეთ. რუსეთ-უკრაინის ომმა რუსეთს გაზის, ნავთობის და სხვა ნავთობპროდუქტების გაყიდვის პრობლემა შეექმნა. მთავარი მაინც გაზია, რომელსაც რუსეთი კოლოსალურ ფასად ჰყიდდა ევროპაში. ევროპა ნელ-ნელა უარს ამბობს რუსულ გაზზე. ევროკავშირი 40%-ით იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე და ერთი კვირის წინ მისმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ახლა მხოლოდ 7%-ით არიან  დამოკიდებულები. რუსეთ-უკრინის ომის დაწყებიდან, რაღაც 8 თვეში, ევროკავშირმა 33%-ით შეამცირა რუსულ გაზზე დამოკიდებულება, რისი დაჯერებაც თავად ევროკავშირის ლიდერებსაც უჭირდათ თავიდან.  რუსულ გაზს ევროპაში ჩაანაცვლებენ ყატარი, ალჟირი, ნორვეგია და აზერბაიჯანი.  აზერბაიჯანის გაზი კი საქართველოს და თურქეთის გავლით უნდა წავიდეს ევროპაში. გამოდის, რომ ამით რუსეთის ეკონომიკური გავლენა საერთოდ განულდება კავკასიის რეგიონში, თუ სომხეთს არ ჩავთვლით. სომხეთზე ჯერ კიდევ აქვს გავლენა რუსეთს, მაგრამ ეს დროებითია. რეგიონში ახლა მთავარი მოთამაშე თურქეთია და არა ომში გახვეული, გაურკვეველი პერსპექტივის მქონე რუსეთი. შეიძლება ითქვას, რომ ალიევის ვიზიტის მიზანი ეს იყო – საქართველო ჩაერთოს ევროკავშირის აზერბაიჯანული გაზით მომარაგებაში.

– ამაში ხომ ისედაც ჩართულები ვართ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის  მილსადენებით და სუფსის ტერმინალით?

– კი ,ასეა, მაგრამ ეს საკმარისი აღარ იქნება, აზერბაიჯანი აპირებს ევროპისთვის გაზის მიწოდება სერიოზულად გაზარდოს. შესაძლოა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გააფართოვონ, რომ უფრო მეტმა გაზმა გაიაროს. შესაძლოა, ახალი მილსადენი ააშენონ ან ორივე ერთად. რა დოზითაც აზერბაიჯანი ევროპის მომარაგებას აპირებს, ეს, არსებული სიმძლავრეები არ ეყოფა. ფული თურქეთისა და აზერბაიჯანისა იქნება, მილსადენი აშენდება საქართველოში და ჩვენ ევროპაში გაზის ტრანზიტისთვის უზარმაზარ თანხას მივიღებთ. ამით ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის ფუნქციას განვიმტკიცებთ, სერიოზული მოთამაშე გავხდებით და ქვეყანაში დიდი ფულიც შემოვა. რუსული გაზი საერთოდ არ დაგვჭირდება, რადგან ტრანზიტით გაზს ისედაც ვიღებთ და  ჩვენი გაზის წილი გაიზრდება. ევროპა დიდწილად იქნება დამოკიდებული აზერბაიჯანის გაზზე და ყველაფერს გააკეთებს ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობა, რომ იყოს. ესეც ქვეყნის უსფრთხოებისთვის გადადგმული ნაბიჯი, რაც ამ პროექტის განხორციელებას მოჰყვება. ახლა პოლიტიკურ საკითხს მივხედოთ. ცოტა ხანში, რუსეთი საერთოდ დაკარგავს გავლენას კავკასიაში.

– სომხეთი და გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზა, ბატონო სოსო?

– რუსეთი და თურქეთი კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაციის, ოდკბ-ს წევრები არიან და ვალდებულები არიან, ომის, სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ერთმანეთს დაეხმარონ. ბოლო წლებში რამდენიმე სამხედრო კონფლიქტი ჰქონდა სომხეთს აზერბაიჯანთან და რუსეთი არც ერთხელ არ დახმარებია. მთიანი ყარაბახის 5 რაიონი დაიბრუნა ომით აზერბაიჯანმა და რუსეთი არ ჩარეულა. აგერ, აგვისტოში, ლაჩინის დერეფანზე დაამყარა კონტროლი აზერბაიჯანმა.  რუსეთი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში ხომ სამშვიდობო მისიით არის ჩართული, მისი სამშვიდობო ჯარები დგნან კონფლიქტის ზონაში და ლაჩინის დერეფანი, ფაქტიურად, საბოლოოდ მათ  გადასცეს აზერბაიჯანს. ადგნენ რუსი სამშვიდობოები და გავიდნენ ლაჩინიდან. ამის მერე დაამყარეს სრული კონტროლი აზერბაიჯანელებმა ამ დერეფანზე. ლაჩინის დერეფანი იყო ერთადერთი სახმელეთო გზა, რომელიც სომხეთს მთიანი ყარაბახის დედაქალაქთან, სტეფანკერტთან აკავშირებდა. მოკლედ, რუსეთმა „გადააგდო“ სომხეთი და თან არაერთხელ. სომხეთი მალე მოახდენს დისტანცირებას რუსეთისგან, ეს გარდაუვალია. გიუმრის ბაზასაც გაიყვანს რუსეთი, სომხები სხვა გზას არ დაუტოვებენ. უკრაინასთან ომიდან რუსეთი დამარცხებული გამოვა, ეს უეჭველია. სომხეთს ურჩევნია, აზერბაიჯანთან ევროკავშირის, გაერო-ს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით აწარმოოს მოლაპარაკებები და რაღაცაზე შეთანხმდნენ. ომით მოპოვებულს აზერბაიჯანი არაფერს დაუბრუნებს, მაგრამ რაც დარჩა მთიანი ყარაბახიდან სომხეთს, იქნებ ის მაინც აღარ დაკარგოს. ძალიან მალე, რუსეთი სრულად დაკარგავს გავლენას კავკასიაში. კავკასიაში დომინანტი ქვეყანა იქნება თურქეთი და ახლა ჩვენზეა დამოკიდებული ყველაფერი. დროზე უნდა გამოვიფხიკოთ ყურები, დავეხსნათ რუსეთს და ახალი რეალობის გათვალისწინებით დავალაგოთ ურთიერთობა აზერბაიჯანთან, თურქეთთან და სომხეთთან.

თეგები: ილჰამ ალიევიირაკლი ღარიბაშვილისოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved