ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, წალენჯიხა, ისევე როგორც მთელი საქართველო, საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთმა წალენჯიხელმა ასახელა. ამჯერად, საუბარია ჩოგბურთელ ზოზია ქარდავაზე. მას უკვე უწოდეს სპორტის ამომავალი ვარსკვლავი და გულშემატკივრები დარწმუნებულნი არიან, რომ იგი საქართველოს სახელს, ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად, მთელი პლანეტის მასშტაბით გაუთქვამს.
თურქეთში, ანტალიაში 15.000-იან ტურნირზე მე-8 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა 28 ოქტომბერს მეოთხედფინალში ასპარეზობის მე-4 ნომერი იანა კარპოვიჩი (რუსეთი) ჩამოიშორა გზიდან – 2:6, 7:5, 7:5, რასაც 2 საათი და 50 წუთი მოანდომა.
საგულისხმოა, რომ მეორე ხელს ქარდავა ჯერ 4:0-ს, შემდეგ 5:2-ს იგებდა, მაგრამ მეტოქეს წონასწორობის აღდგენის საშუალება მისცა, თუმცა ბოლო ორ გეიმში იყოჩაღა. მესამე სეტში უკვე კარპოვიჩი იყო წინ 5:2 და წარმატების მისაღწევად საკუთარი მოწოდების მოგებაღა რჩებოდა. ამ კრიტიკულ სიტუაციაში ქართველმა ჩოგბურთელმა შესაშური მონდომება გამოიჩინა, შეძლო ძალების მობილიზაცია და მეტოქეს ზედიზედ 5 გეიმი აართვა.
წყვილთა ნახევარფინალში ქარდავამ დენიზე ჰრდინკოვასთან (ჩეხეთი) ერთად რუსეთის მოქალაქეებს – კსენია აგურეევსა და დარია ზელინსკაიას მოუგო – 7:6, 2:6, 12:10. ზოზია და დენიზე ფინალში მესამე ნომრებს – ანა ურეკესა და ვალერია იუშჩენკოს (ორივე – რუსეთი).
ზოზიას დღეს ორი მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება.
კომენტარები