მეგი ყიფშიძე:
ჯანდაცვა რომ ტრაკშია ვიცოდი, მარა ადამიანურ დონეზეც რომ დინოზავრები, მტაცებლები და ცხოველები არიან კიდევ ერთხელ დავრწმუნდი საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის თანამშრომლების მოქმედებით.
ერთი შემთხვევა მქონდა კოვიდის პერიოდში, როც ჩემი ახლობლები მინდოდა დამეყენებინა აღრიცხვაზე ასაცრელად. ამ ჩემმა მეგობრებმა მითხრეს რომ თურმე ამ კლინიკაში იყვნენ აღრიცხვაზე და ანტივაქსერ ექიმს უარი უთქვამს მათთვის აცრაზე, რადგან 70 წელს იყვნენ გადაცილებული და თან დიდი წონა ჰქონდათ, ამიტომ არ აიცრათო.
მეორე შემთხვევა – ამ გაზაფხულზე ჩემი ტყუპებიდან ერთს ჰქონდა მაღალი სიცხე, გავუკეთე ტესტი ორივეს, ერთზე მითხრეს რომ კოვიდ დადებითიაო, ამიტომ მთელი ორი კვირა გოგოები გადაიყვანეს სასტუმროში. კარანტინი რომ დაუმთავრდათ ერთ-ერთს (რომელსაც დაუდასტურდა) დასჭირდა სამსახურში ცნობა რომ კოვიდი გადაიტანა. მივედი ამ დინოზვრთკლინიკაში და აბა თუ მიხვდებით რა მითხრეს? – რაო და ორივე უარყოფითი იყოო და ცნობა არ მომცეს.
ამის შემდეგ, ამ ზაფხულს მე გავხდი ავად, მაღალი სიცხით, ამიტომ იძულებული გავხდი ტესტი გამეკეთებინა, რადგან მაღალი სიცხე მქონდა და ეს კლინიკა არის სულ რაღაც 50 მეტრში ჩემს სახლთან გადავედი, გავიკეთე ტესტი და თურმე კოვიდი შემხვდა მეორედ. გავიდა რამდენიმე დღე და გადავწყვიტე ექიმთან წასვლა ოღონდ არა ამ კლინიკაში, მგრამ აი აქ დაიწყო…
მივედი აღრიცხვიდან მოსახსნელად რომ ჩემს ექიმთან გადავსულიყავი და მითხრეს ნურას უკცრავადო, ჩვენ ტესტი რომ გაგიკეთეთ აქ დაგაყენეთ აღრიცხვაზე და მინიმუმ ორი თვე უნდა გავიდეს რომ მოგხსნათ აღრიცხვიდანო, ასე რომ მინიმუმ ორი თვე ჩემს ოჯახის ექიმთან ვერ მივიდოდი.
ასე ალალბედზე გავიდა სამი თვე. ახლა 26 რიცხვში მივედი აღრიცხვიდან მოსახსნელად. (ჰო იმის თქმა დამავიწყდა, მაშინ, როცა ვიყავი და არ მომხსნეს, მითხრეს, რომ ორი თვის შემდეგ მოხვალ თუ არა იმ წუთასვე მოგხსნითო). დღეს კი (31 ოქტომბერს) მითხრეს რომ დიდი ბოდიში ხუთი დღე სჭირდებაო აღრიცხვიდან მოხსნასო.
არ მომხსნეს.
სახლში მოვედი გაბრაზებული. აღმოჩნდა რომ ჩემი შვილიც რატომღაც საბურთალოზე (არასოდეს გვიცხოვრია საბურთალოზე) ყოფილა რომელიღაც პოლიკლინიკაში აღრიცხვაზე. გადავწყვიტე ბარემ ინას საბუთებსაც მოვაწესრიგებინებთქო. დარეკა პოლიკლინიკაში, უთხრა თავისი პირადი ნომერი, მოხსნა მინდა აღრიცხვიდანო. კარგით ახლავეო. რამდენ ხანში მომხსნითო? ჰკითხა. და იქიდან უპასუხეს ათ წუთშიო.
ჰოდა ახლა ცოფებს ვყრი ამ დინოზავრების ბოსელზე. ეს საოჯახო სასწავლო ცენტრი კი არა წინამძღვრიშვილის ქუჩის დინოზავრების ბოსელია!”
კომენტარები