მარტივი რეცეპტი უგემრიელესი ქართული კერძის მოსამზადებლად!
დაგვჭირდება:
1 ქათამი
წითელი ცხარე წიწაკა
მარილი
300 გრ. ნიგოზი
3 კბ. ნიორი
1/2 ჩ.კ. წითელი წიწაკა
1/2 ჩ.კ. ხმელი ქინძი
1/2 ჩ.კ. უცხო სუნელი
1 ჩ.კ. ყვითელი ყვავილი
მარილი გემოვნებით
კარგად დაბრაწეთ ქათამი ტაფაზე ორივე მხრიდან.
გაატარეთ ნიგოზი, დაჭყლიტეთ ნიორი, დააყარეთ მარილი და სუნელები; კარგად გადაურიეთ და დაასხით ადუღებული და გაგრილებული წყალი, თქვენთვის სასურველი სისქის ბაჟეს სოუსის მისაღებლად.
მზა კერძი დაასერვირეთ და გემრიელად მიირთვით
კომენტარები