ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი აცხადებს, რომ ემიჯნება თეატრის დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს და ხნის მსახიობს მიმდინარე რეპერტუარიდან.
“ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცველი გამონათქვამები,” – წერია თეატრის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
თეატრის სამხატვრო ხლმძღვანელის გადაწყვეტილებით მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები – აცხადებენ ბათუმის დრამატულ თეატრში.
“ტვ იმედის” ეთერში, მსახიობმა თამარ მაყაშვილმა თქვა: „გავიხედე და კატოს აცვია ხულელი ბავშვით, ეს საშინელი, ბეშუმური კაბა”.
(ვიდეო) – “აცვია ხულელი ბავშვივით საშინელი რაღაცა ბეშუმური კაბა…” – მაყაშვილი
კომენტარები