ფოტოკოლაჟი – newsline
როგორც Garage Italia-ს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ვიგებთ, ისინი Lamborghini Aventador SVJ-ს გამოშვებას აპირებენ, რომელიც შთაგონებული იქნება ნაპოლის მაისურის ელემენტებით.
მოგვიანებით, ავტომობილის შესახებ ინფორმაცია იტალიურმა გამოცემებმა და სოციალური ქსელის მომხარებლებმა განავრცეს. ხათუნა ჯიხვაძე წერს:
“Lamborghini Aventador SVJ კვარადონას ფორმაში.
“ფეხბურთელებისთვის ფორმა იგივეა, რაც ავტომობილისთვის საღებავი”
იტალიელებმა აიღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული Lamborghini, დაუმატეს იტალიაში (და არა მარტო) ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდი (ამ სეზონში მაინც) და მივიღეთ ეს
ეს არაა უბრალოდ Napoli-სა და Lamborghini-ს გაერთიანება, თუ ნომრებს დააკვირდებით, შეამჩნევთ “NA 77 KKV”
NA – ნაპოლი
77 – ხვიჩას ნომერი
KKV – ხვიჩა კვარაცხელია.”
წყარო – newsline






კომენტარები